წარმოგიდგენთ კომაროვის სკოლის მათემატიკის წრის ხელმძღვანელებს!

საერთაშორისო ოლიმპიადებსა და ტურნირებზე სხვადასხვა წლებში კომაროვის სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში მოპოვებული აქვთ 8 ოქროს, 26 ვერცხლის, 53 ბრინჯაოს მედალი და 18 საპატიო სიგელი. კომაროვის სკოლა პირველადგილოსანი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ეროვნულ ოლიმპიადებზე მათემატიკაში.


წარმოგიდგენთ სკოლის მათემატიკის წრის ხელმღვანელებს, რომელთა პროფესიონალიზმსა და შრომას ლომის წვლილი აქვს მიღწეულ შედეგებში. თითოეული მათგანი სხვადასხვა წლებში საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების წევრი იყო.

 

დიმიტრი არაბიძე 1999-2002 წლების მათემატიკისა და ფიზიკის ეროვნული ოლიმპიადების არაერთგზის გამარჯვებული და პრიზიორია; 2002 წელს, საქართველოს მათემატიკის ნაკრების წევრი. დიმიტრის მოსწავლეებმა, მისი მასწავლებლობის პერიოდში 2011 წლიდან მოყოლებული მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში, ჟაუტიკოვის საერთაშორისო მათემატიკის ოლიმპიადასა და ევროპის გოგონათა მათემატიკის ოლიმპიადაში 29-ჯერ მიიღეს მონაწილეობა და 3 ოქროს, 5 ვერცხლისა და 11 ბრინჯაოს მედალი და 3 საპატიო სიგელი მოიპოვეს.


მიხეილ მებონია  2000 წელს, 41-ე მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის საპატიო სიგელის და 2001 წელს, 42-ე მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელია. 2011 და 2012 წელს საერთაშორისო სტუდენტურ ოლიმპიადაზე ოქროს მედალი აქვს მოპოვებული. 1996-2001 წლებში საქართველოში ჩატარებული ოლიმპიადების მრავალგზის გამარჯვებულია.


გიორგი არაბიძე, მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა 2007-ის, ჯაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადა 2007-ის, არიელის უნივერსიტეტის სტუდენტური ოლიმპიადა 2009-ის და ოლიმპიადა მწვრთნელებს შორის ყაზახეთში 2019-ის ვერცხლის მედლის მფლობელია. ასევე, არის 2002 - 2007 წლებში საქართველოში ჩატარებული ოლიმპიადების და კონფერენციების მრავალგზის გამარჯვებული. 


ზურაბ დარსაძე 1996 და 1997 წლებში, მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელია. 2015 - 2016 წლებში იყო კომაროვის სკოლის ხელმძღვანელი ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე.  


საბა ლეფსვერიძემ 2017 და 2018 წლებში, მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მოიპოვა, 2016 წელს კი - საპატიო სიგელი. 2017 და 2018 წლებში, ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ასევე, აქვს მოპოვებული 2018 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე მათემატიკის პირველი ადგილი, 2017 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე მათემატიკის მეოთხე ადგილი, 2016 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე მათემატიკის მეოთხე ადგილი და 2016 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე ფიზიკის მესამე ადგილი.


ზემოთ